მენეჯერთა გადამზადების პროგრამა - Partnering in Business with Germany

image
პროგრამის მიზანი:

  • გერმანიის ბიზნეს მენეჯმენტის პრაქტიკისა და გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა;
  • გერმანიაში უახლესი მწვანე ტექნოლოგიების, წარმოების სისტემებისა და სერვისების გაცნობა;
  • გრძელვადიანი ბიზნეს პარტნიორობის ფორმირება გერმანულ კომპანიებთან;
  • საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დადანგარების შესახებ ინფორმაციის მიღება;

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

სააგენტო "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით, ახორციელებს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია, საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

აღნიშნული პროგრამა უნიკალურ შანსს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს დაამყარონ კონტაქტი გერმანულ კომპანიებთან და გამართონ ბიზნეს შეხვედრები. 

პროგრამა მოიცავს როგორც ტრენინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემინარებს;

ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიიწვევენ 3 კვირით გერმანიაში, სადაც ისინი ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთან, საშუალება ექნებათ გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან;

• წარმატებული გერმანული კომპანიების გამოცდილების გაცნობა;

• პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან პირდაპირი კონტაქტი.

პროგრამის ეტაპები:

• I ფაზა - მონაწილეებს საშუალება ექნებათ 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემინარებს;

• II ფაზა - ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში. 6 თვის განმავლობაში კონტაქტი ექნებათ გერმანულ ტრენინგ ცენტრთან;

III ფაზა - ვირტუალური პროგრამის დასრულებიდან 6-12 თვის ვადაში მონაწილეებს მიიწვევენ 3 კვირით გერმანიაში, სადაც ისინი ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთან, საშუალება ექნებათ გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან.

 

GIZ-ის მიერ დაფარული ხარჯები გერმანიაში:

  • გერმანული კომპანიების ჯგუფური ვიზიტები და სხვა აქტივობები;
  •  19 ღამე სამვარსკვლავიან სასტუმროში;
  • ტრანსფერი მატარებლიდან/ავტოსადგურიდან/აეროპორტამდე მთელი ჯგუფის ცენტრალიზებული ჩამოსვლის/გამგზავრების შემთხვევაში;
  • მონაწილის მგზავრობის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ინდივიდუალურ საქმიან შეხვედრებთან (ავტობუსით ან მატარებლით გერმანიის ფარგლებში)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა გერმანიაში ყოფნის დროს.

*პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

 

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

მცირე და საშუალო საწარმოების მაღალი რგოლის მენეჯერები, კომპანიების წარმომადგენლები.

პროგრამის ხორციელდება საქართველოს მასშტაბით  ყველა რეგიონში

image
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:

პროგრამის ფარგლებში საქმიანობის სფერო არ არის შეზღუდული

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უმაღლესი განათლება, ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შევსებული საპლიკაციო დოკუმენტები
  • პასპორტის ასლი

  

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

სააპლიკაციო დოკუმენტების გამოგზავნა შესაძლებელია, არაუგვიანეს 2025 წლის 14 ნოემბრისა

შევსებული სააპლიკაციო დოკუმენტები და პასპორტის ასლი იგზავნება ელ.ფოსტაზე: applypwg@gmail.com
(თემა:Partnering in Business with Germany - სახელი და გვარი).
 

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1მიღებული აპლიკაციები გადაირჩევა GIZ-ის და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გუნდის მიერ
2შერჩეულ აპლიკანტებთან შესაძლოა ჩატარდეს გაცნობითი ონლაინ შეხვედრა
3გაიმართება გასაუბრება შერჩეულ აპლიკანტებთან
4საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან და აცნობებენ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ
5დაინტერესებული პირი ავსებს სააპლიკაციო დოკუმენტებს და აგზავნის სააგენტოში ელექტრონული ფორმით